Thumbnail

ნახეთ: Finneas-მა ჯიმი კიმელის შოუში I Lost a Friend და I Don’t Miss You at All შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო'კონელმა ჯიმი კიმელის ღამის შოუში კომპოზიციები I Lost a Friend და I Don’t Miss You at All შეასრულა. ტრეკები 22 წლის არტისტის სადებიუტო EP-ში სახელწოდებით Blood Harmony არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა.

► ნახეთ: Finneas კლიპს Shelter ავრცელებს

► მოუსმინეთ: Finneas - I Don't Miss You At All

► ბილი აილიში ძმასთან, Finneas-თან ერთად ახალ კომპოზიციებზე მუშაობს

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. მან სახელი დასთან, პოპულარულ მუსიკოს ბილი აილიშთან თანამშრომლობით გაითქვა. როგორც სოლო შემსრულებელს, არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული