Thumbnail

ლოს ანჯელესში, Hollywood Palladium-ის თეატრში ჟურნალ Billboard-ის ყოველწლიური დაჯილდოება Women in Music გაიმართა. ცერემონიაზე წელს პირველად გამოავლინეს დეკადის არტისტი - ეს სტატუსი ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა დაიმსახურა. 17 წლის ბილი აილიში კი ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელიც წლის ქალ არტისტად დასახელდა.

► ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს American Music Awards-ზე

ნახეთ: ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული მუსიკოსები American Music Awards-ზე

საღამოს დაწყებამდე არტისტებმა ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი და კამერების ყურადღება ცნობილი დიზაინერების სამოსით მიიქციეს.

Taylor Swift

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა არჩევანი Oscar de la Renta-ს სამოსზე შეაჩერა.

Billie Eilish & Finneas O'Connell

Prada-ს სამოსში გამოწყობილი ბილი წითელ ხალიჩაზე ძმასთან, მუსიკოს და პროდიუსერ ფინიას ო'კონელთან ერთად გამოჩნდა. 

Alicia Keys

არენბი მომღერალი, ალიშა ქისი, რომელიც საღამოზე გავლენიან მუსიკოსად დასახელდა, Prabal Gurung-ის იასამნისფერი კოსტიუმით იწონებდა თავს.

Normani

ამერიკელმა მომღერალმა, ნორმანი ჰამილტონმა Versace-ს კოსტიუმი მოირგო. 

Rosalía

ესპანელი პოპვარსკვლავი Rosalía წითელ ხალიჩაზე Antonio Grimaldi-ს თეთრი კაბით მივიდა.

Lauren Jauregui

თეთრი კოსტიუმი შეარჩია პოპ ჯგუფ Fifth Harmony-ს წევრმა, ლორენ ხაურეგიმ, რომლის გარეგნობაზეც სტილისტმა Khai St. Lawrence იზრუნა. 

James Blake

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ბრიტანელი მუსიკოსი, ჯეიმს ბლეიკიც. 

Maggie Rogers

Gucci-ზე შეაჩერა არჩევანი ამერიკელმა მუსიკოსმა, მეგი როჯერსმა.

Cyndi Lauper

გრემის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, სინდი ლოპერი კამერების წინაშე Cheng-Huai Chuang-ის კიმონოთი იწონებდა თავს.

Brandi Carlile & Catherine Shepherd

ამერიკელი მუსიკოსი ბრენდი კარლაილი წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ქეთრინ შეფერდთან ერთად მივიდა.

Rapsody

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი მარიანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody. მის ჩაცმულობაზე სტილისტმა Misa Hylton-მა იზრუნა.

EarthGang

კამერებმა აღბეჭდეს ასევე ატლანტური ჰიპ ჰოპ დუეტი EarthGang. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული