Thumbnail

ამერიკელმა პროდიუსერმა ჰარი ბაუერ როდრიგესმა, სასცენო სახელით Baauer და კომპტონელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა Channel Tres ახალი კომპოზიცია Ready to Go გაავრცელეს. ნამუშევარში დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენიელ სიუელი, ფსევდონიმით Danny Brown მონაწილეობს. ტრეკი პოპულარული ვიდეოთამაშის Grand Theft Auto რადიოსადგურისთვის iFruit Radio ჩაიწერა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი თავად დენი ბრაუნია, მისი სტუმარი კი ბრიტანელი არტისტი Skepta გახლავთ.

► ნახეთ: Danny Brown კომპოზიციას Best Life ასრულებს

► მოუსმინეთ: Danny Brown ახალ ალბომს uknowhatimsayin¿ ავრცელებს 

ბაუერმა მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. ის ცნობილი 2012 წელს, ჰიტის Harlem Shake გამოშვების შემდეგ გახდა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: The Prodigy, Nero, No doubt და სხვები. 2016-ში კი მან სადებიუტო და ამ დრომდე ერთადერთი ალბომი "Aa" გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული