ამერიკული ინდი როკ ჯგუფი Vampire Weekend ჯეიმს კორდენის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსებმა გადაცემაში საკულტო ტელეშოუს Peanuts საშობაო გამოშვების A Charlie Brown Christmas ერთ-ერთი საუნდტრეკი Christmas Time Is Here, ასევე, საკუთარი სინგლი Harmony Hall შეასრულეს.
► ნახეთ: Vampire Weekend-მა სიმღერა Sympathy შეასრულა
► ნახეთ: Vampire Weekend-მა კომპოზიცია Sunflower შეასრულა
Christmas Time Is Here კალიფორნიელმა ჯაზ შემსრულებელმა ვინს გუარალდიმ 1965 წელს ჩაწერა. Harmony Hall კი Vampire Weekend-ის ბოლო ალბომის Father of the Bride სინგლია.
Vampire Weekend ნიუ იორკში 2006 წელს შეიქმნა. კოლექტივმა სადებიუტო ალბომი 2008 წელს გამოუშვა. ამის შემდეგ მუსიკოსებმა კიდევ ორი სტუდიური ნამუშევარი Contra (2010) და Modern Vampires of the City (2013) გაავრცელეს.
კომენტარები