Thumbnail

კანადელი რეპერი Tommy Genesis და ბრიტანელი პოპვარსკვლავი Charli XCX ახალ კომპოზიციას Bricks ავრცელებენ. ჩანაწერის პროდიუსერი ალექს ქუქია, სასცენო სახელით A. G. Cook. ნამუშევარი ფილმის Assassination Nation საუნდტრეკია.

ტომი ჯენეზისმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო. რამდენიმე სტუდიური ჩანაწერის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Tommy Genesis გაავრცელა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს აერთიანებს.

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული