Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიცია Everything I Wanted კონცერტზე პირველად შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გამართულ კონცერტზე თავისი ახალი კომპოზიცია Everything I Wanted პირველად შეასრულა. ფესტივალ Corona Capita-ზე გამოსვლის ამსახველი ვიდეო 17 წლის არტისტმა იუთუბის არხზე გაავრცელა. გოგონას გიტარაზე აკომპანირებას მისი ძმა და მუსიკალური პარტნიორი, ფინიას ო'კონელი უწევს.

► ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის სიმღერა When the Party's Over შეასრულა

► ნახეთ: ალიშა ქისმა ბილი აილიშთან ერთად Ocean Eyes შეასრულა

► ნახეთ: ბილი აილიშმა კომპოზიციის I Love You საკონცერტო ჩანაწერი გაავრცელა

"ეს სიმღერა ლაივში არასდროს შემისრულებია. ასე რომ, თქვენთან პირველად ვცდი", - მიმართა ბილიმ აუდიტორიას. 

ეს პირველი ტრეკია, რომელიც მომღერალმა სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? შემდეგ გამოუშვა.  

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული