Thumbnail

ახალგაზრდა მუსიკოსმა, დანიელე ბალბუენამ, სასცენო სახელით 070 Shake, ახალი კომპოზიცია Under The Moon გაავრცელა. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში Modus Vivendi იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

► ნახეთ: 070 Shake - Fish On Land

დანიელემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. 2016 წელს არტისტმა პირველი მიქსტეიპი The 070 Project: Chapter 1 გაავრცელა. ამის შემდეგ, მისი ვოკალური მონაცემები ჩიკაგოელმა ქანიე ვესთმა შეამჩნია და საკუთარ ლეიბლში G.O.O.D. Music გააწევრიანა. 2018 წელს გაყიდვაში შემსრულებლის EP სახელწოდებით Glitter ჩაეშვა. ხანმოკლე მუსიკალური კარიერის მიუხედავად, 070 შეიკმა ქანიესთან, ფუშა თისთან და ნასთან თანამშრომლობა მოასწრო. მისი მონაწილეობით შექმნილი ცნობილი ტრეკებია: Santeria, Not For Radio, Violent Crimes, I Laugh When I'm With Friends But Sad When I'm Alone და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული