Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლეიკმა ბილი აილიშის სიმღერა When the Party's Over შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლეიკმა ლოს ანჯელესში გამართულ კონცერტზე პოპულარული ამერიკელი არტისტის, ბილი აილიშის კომპოზიცია When the Party's Over შეასრულა.

► ჯეიმს ბლეიკი: თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი

► რეცენზია: James Blake - Assume Form

სიმღერის ორიგინალი ვერსია ბილი აილიშის სადებიუტო ალბომში When We All Fall Asleep, Where Do We Go? არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში მარტში ჩაეშვა. ნამუშევრის პროდიუსერი და ტექსტის ავტორი მომღერლის ძმა, ფინიასი გახლავთ.

ჯეიმს ბლეიკმა მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. კარიერის განმავლობაში მას ისეთ ცნობილ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ქენდრიქ ლამარი, ბიონსე, ფრენკ ოუშენი და სხვები. 2013 წელს მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Overgrown მერკურის პრიზი მოიგო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული