Thumbnail

პოლ მაკკარტნის საბავშვო რომანის მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, პოლ მაკკარტნის საბავშვო რომანის High in the Clouds მიხედვით მულტიმედიური კომპანია Netflix ანიმაციურ ფილმს გადაიღებს. სურათის რეჟისორი ოსკარის ნომინანტი ტიმოთი რეკარტი იქნება. ნამუშევარში საუნდტრეკებად თავად მაკკარტნის კომპოზიციებს გამოიყენებენ.

► მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნი ახალ კომპოზიციებს Home Tonight და In a Hurry ავრცელებს

► 2020 წლის Glastonbury-ს ერთ-ერთი ჰედლაინერი პოლ მაკკარტნი იქნება

► ნახეთ: რინგო სტარმა და პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me დააქავერეს

"ნეტფლიქსი" ფილმს ფრანგულ კინოსტუდია Gaumont-თან თანამშრომლობით გადაიღებს. სურათის ერთ-ერთი პროდიუსერი თავად მაკკარტნი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეგვეძლება ნამუშევრის ხილვა.

საბავშვო რომანი High in the Clouds პოლ მაკკარტნიმ ბრიტანელ მწერალთან, ფილიპ არდაგთან ერთად დაწერა. ილუსტრაციების ავტორი კი ჯეფ დანბარი გახლავთ. წიგნი 2005 წელს გამოიცა. მასში პატარა ციყვის, სახელად ვირალის თავგადასავალია მოთხრობილი.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. მათ შორის უკანასკნელი Egypt Station მაკკარტნიმ 2018 წლის 7 სექტემბერს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული