Thumbnail

ქვიზი: ვინ მღერის - ლეგენდარული მუსიკოსი თუ მისი მიმბაძველი?

ლევან გოგუაძე პროფილის ფოტო
ლევან გოგუაძე

ლეგენდარული მუსიკოსების საშემსრულებლო მანერის იმიტირება უკვე დიდი ხანია, მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გზად იქცა. ამ დროისთვის მსოფლიოში ათასობით თრიბიუთ არტისტია, რომელთა ნაწილს საკუთარი კერპის მიბაძვა იმდენად კარგად გამოსდის, რომ მათი ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება.

► ნახე სხვა ქვიზები

თუ ფიქრობთ, რომ ცნობილი მომღერლების ხმის გამოცნობას იოლად შეძლებთ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, წინ 15 შეკითხვა გელით, ჩართეთ ფლეიერი და მონიშნეთ, ვინ ასრულებს კომპოზიციას - ლეგენდარული მუსიკოსი თუ მისი მიმბაძველი.

ამ სიმღერას პოლ მაკკარტნი ასრულებს?

ამ სიმღერას პოლ მაკკარტნი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
The Beatles-ის ჰიტს Yesterday მსახიობი ჰიმეშ პატელი ასრულებს. კომპოზიცია 2019 წელს გამოსული ამავე სახელწოდების კომედიისთვის ჩაიწერა, რომელშიც არტისტმა მთავარი როლი მოირგო.
სწორია!
The Beatles-ის ჰიტს Yesterday მსახიობი ჰიმეშ პატელი ასრულებს. კომპოზიცია 2019 წელს გამოსული ამავე სახელწოდების კომედიისთვის ჩაიწერა, რომელშიც არტისტმა მთავარი როლი მოირგო.

ამ სიმღერას ლანა დელ რეი ასრულებს?

ამ სიმღერას ლანა დელ რეი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
ყოჩაღ, ეს ჰიტის Blue Jeans ნაკლებად ცნობილი, აკუსტიკური ვერსიაა. მას სწორედ ლანა დელ რეი ასრულებს.
არასწორია!
ეს ჰიტის Blue Jeans ნაკლებად ცნობილი, აკუსტიკური ვერსიაა. მას სწორედ ლანა დელ რეი ასრულებს.

ამ სიმღერას ოზი ოსბორნი ასრულებს?

ამ სიმღერას ოზი ოსბორნი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
რა თქმა უნდა, Black Sabbath-ის საკულტო კომპოზიციას Iron Man სწორედ ოზი ოსბორნი ასრულებს.
არასწორია!
ეს უნდა გამოგეცნო, Black Sabbath-ის საკულტო კომპოზიციას Iron Man ასე სხვა ვერავინ შეასრულებდა.

ამ სიმღერას მადონა ასრულებს?

ამ სიმღერას მადონა ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
მადონას ჰიტს La Isla Bonita მისი დიდი თაყვანისმცემელი, ფრანგი მომღერალი ალიზე ასრულებს.
სწორია!
მადონას ჰიტს La Isla Bonita მისი დიდი თაყვანისმცემელი, ფრანგი მომღერალი ალიზე ასრულებს.

ამ სიმღერას დევიდ ბოუი ასრულებს?

ამ სიმღერას დევიდ ბოუი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
ყოჩაღ, განსხვავებული ვერსიის მოსმენამაც არ დაგაბნია. კომპოზიციას Life on Mars სწორედ დევიდ ბოუი ასრულებს.
არასწორია!
ალბათ, იმან დაგაბნია, რომ ეს ვერსია პირველად მოისმინე. კომპოზიციას Life on Mars სწორედ დევიდ ბოუი ასრულებს.

ამ სიმღერას კურტ კობეინი ასრულებს?

ამ სიმღერას კურტ კობეინი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
კურტ კობეინის ხმასთან მსგავსების მიუხედავად, კომპოზიციას Lithium ჯგუფ Nirvana UK-ის სოლისტი ჯეზ ფოქსი ასრულებს.
სწორია!
კურტ კობეინის ხმასთან მსგავსების მიუხედავად, კომპოზიციას Lithium ჯგუფ Nirvana UK-ის სოლისტი ჯეზ ფოქსი ასრულებს.

ამ სიმღერას მაიკლ ჯექსონი ასრულებს?

ამ სიმღერას მაიკლ ჯექსონი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
არამც და არამც, პოპის მეფის ჰიტს Earth Song რუმინელი მომღერალი ბოგდან იოანი ასრულებს.
სწორია!
პოპის მეფის ჰიტს Earth Song რუმინელი მომღერალი ბოგდან იოანი ასრულებს.

ამ სიმღერას ელვის პრესლი ასრულებს?

ამ სიმღერას ელვის პრესლი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
ჰიტს Can't Help Falling in Love სწორედ როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი ასრულებს.
არასწორია!
ჰიტს Can't Help Falling in Love სწორედ როკ-ენ-როლის მეფე, ელვის პრესლი ასრულებს.

ამ სიმღერას ტომ იორკი ასრულებს?

ამ სიმღერას ტომ იორკი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
არ გვეგონა, თუ შეგეშლებოდა. Radiohead-ის კომპოზიციას Creep მსახიობი ჯიმ ქერი ასრულებს.
სწორია!
Radiohead-ის კომპოზიციას Creep მსახიობი ჯიმ ქერი ასრულებს.

ამ სიმღერას ლუი არმსტრონგი ასრულებს?

ამ სიმღერას ლუი არმსტრონგი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
კომპოზიციას What a Wonderful World სწორედ ლუი არმსტრონგი ასრულებს.
არასწორია!
კომპოზიციას What a Wonderful World, რა თქმა უნდა, თავად ლუი არმსტრონგი ასრულებს.

ამ სიმღერას ექსლ როუზი ასრულებს?

ამ სიმღერას ექსლ როუზი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
ექსლ როუზის ხმას ნამდვილად ძალიან ჰგავს, თუმცა, Guns N' Roses-ის კომპოზიციას November Rain პარაგვაელი არტისტი ალეხანდრო დაგდა ასრულებს.
სწორია!
ექსლ როუზის ხმას ნამდვილად ძალიან ჰგავს, თუმცა, Guns N' Roses-ის კომპოზიციას November Rain პარაგვაელი არტისტი ალეხანდრო დაგდა ასრულებს.

ამ სიმღერას ფრედი მერკური ასრულებს?

ამ სიმღერას ფრედი მერკური ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
Queen-ის ჰიტის Bohemian Rhapsody შემსრულებლად კანადელი არტისტი მარკ მარტელი საკულტო ჯგუფის დრამერმა, როჯერ ტეილორმა თავად შეარჩია. ასე რომ, ეს შეცდომა ნამდვილად გეპატიება.
სწორია!
Queen-ის ჰიტის Bohemian Rhapsody შემსრულებლად კანადელი არტისტი მარკ მარტელი საკულტო ჯგუფის დრამერმა, როჯერ ტეილორმა თავად შეარჩია.

ამ სიმღერას რობერტ პლანტი ასრულებს?

ამ სიმღერას რობერტ პლანტი ასრულებს?
დიახ
არა
სწორია!
Led Zeppelin-ის კომპოზიციას Whole Lotta Love სწორედ ერთადერთი და განუმეორებელი რობერტ პლანტი ასრულებს.
არასწორია!
Led Zeppelin-ის კომპოზიციას Whole Lotta Love ერთადერთი და განუმეორებელი რობერტ პლანტი ასრულებს.

ამ სიმღერას ემი უაინჰაუსი ასრულებს?

ამ სიმღერას ემი უაინჰაუსი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
ემი უაინჰაუსის ჰიტს Back to Black მისი დიდი თაყვანისმცემელი, ამერიკელი მომღერალი ელისონ პოლანსი ასრულებს.
სწორია!
ემი უაინჰაუსის ჰიტს Back to Black მისი დიდი თაყვანისმცემელი, ამერიკელი მომღერალი ელისონ პოლანსი ასრულებს.

ამ სიმღერას ჯიმ მორისონი ასრულებს?

ამ სიმღერას ჯიმ მორისონი ასრულებს?
დიახ
არა
არასწორია!
მეტიც, ეს კომპოზიცია ჯიმ მორისონის რეპერტუარშიც კი არ შედიოდა. სიმღერას, რომელიც პოპულარული ამერიკული საბავშვო გადაცემის Reading Rainbow ქუდს ადევს, ჯიმი ფელონი ასრულებს.
სწორია!
მართალია, ეს კომპოზიცია ჯიმ მორისონის რეპერტუარშიც კი არ შედიოდა. სიმღერას, რომელიც პოპულარული ამერიკული საბავშვო გადაცემის Reading Rainbow ქუდს ადევს, ჯიმი ფელონი ასრულებს.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

ყოჩაღ, როგორც ჩანს მუსიკაც ძალიან გიყვარს და სმენაც შესანიშნავი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

შესანიშნავი შედეგია!

popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული