Thumbnail

სერჟ ტანკიანი: მინდა, რომ System of a Down-ის აქამდე უცნობი სიმღერები გავავრცელოთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ჯგუფის System of a Down ფრონტმენმა, სერჟ ტანკიანმა პლატფორმა Patreon-ზე თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მსმენელი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია პეტიციის შესახებ, რომელიც კოლექტივის გამოუქვეყნებელი ნამუშევრების გავრცელებას ეხება.

"System of a Down-ის აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები? მე მინდა, რომ გავავრცელოთ, თუმცა, ამისთვის ბენდის ყველა წევრის დარწმუნებაა საჭირო", - უპასუხა ტანკიანმა.

ცოტა ხნის წინ ჯგუფის ბოლო ორ სტუდიურ ალბომზე Mezmerize და Hypnotize მუშაობისას შექმნილი აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიციებისა და დემო ჩანაწერების გავრცელების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. მას ამ დროისთვის ხელს 4,000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

System of a Down კალიფორნიაში 1994 წელს ჩამოაყალიბეს. 2006-ში ჯგუფი დაიშალა, თუმცა, 4 წლის შემდეგ მუსიკოსები კვლავ შეიკრიბნენ. კარიერის განმავლობაში კოლექტივმა 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტებს გრემის ჯილდო ერთხელ აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული