Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის ციხეში გადაღებული ფოტოები აუქციონზე იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ეპოქალურ ჰიპ ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურის ფოტოები, რომლებზეც ის საპატიმროში იმჟამინდელ ცოლთან, კეიშა მორისთან ერთად არის აღბეჭდილი, Nate D. Sanders-ის აუქციონზე იყიდება. სურათები არტისტმა თანამესაკნეს, კარმელა ვისერტოს უსახსოვრა, რომელმაც ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტიც წარადგინა. თითოეული ფოტოს საწყისი ღირებულება 3,000 აშშ დოლარია. 

► კიმ კარდაშიანი: 14 წლის ასაკში 2Pac-ის კლიპში გადამიღეს

► ნახეთ: 2Pac-ის დღემდე გამოუქვეყნებელი ინტერვიუ გავრცელდა

1995 წლით დათარიღებული სურათები ნიუ იორკის მკაცრი რეჟიმის ციხეში, Clinton Correctional Facility-შია გადაღებული. 

1995 წლის 30 აპრილით დათარიღებულ ფოტოზე წყვილი ციხეში ქორწინების მეორე დღეს არის აღბეჭდილი.   

ეს სურათი კი ამავე წლის 4 ივნისს კეიშას ერთ-ერთი ვიზიტის დროსაა გადაღებული.

"ჩვენს ორ საუკეთესო მეგობარს, კარმელასა და ენტონის, რომლებმაც მოთმინებისა და სიყვარულის მაგალითი მოგვცეს", - წერს არტისტი ერთ-ერთ ფოტოსურათზე.

წყვილმა ერთმანეთი 1994 წლის ივნისში ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. რამდენიმე თვეში არტისტი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კეიშა მას საპატიმროში ხშირად აკითხავდა. მათ 1995 წლის 29 აპრილს, ციხეში იქორწინეს. 19 ოქტომბერს კი, თუფაქის გათავისუფლებიდან ერთ კვირაში ერთმანეთს დაშორდნენ. 

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული