Thumbnail

ნახეთ: კიმ გორდონმა კომპოზიციაზე Earthquake კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჯგუფის, Sonic Youth-ის ყოფილმა ვოკალისტმა, კიმ გორდონმა კომპოზიციის Earthquake ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი არტისტის სადებიუტო სოლო ალბომში No Home Record შედის, რომელიც გაყიდვაში 11 ოქტომბერს ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ კლიპი ლოს ანჯელესის ქუჩებში მოძრავი მანქანიდან სმარტფონით არის გადაღებული.

► მოუსმინეთ: Kim Gordon - Hungry Baby

► მოუსმინეთ: Kim Gordon - Air BnB

კიმმა კარიერა 1981 წელს დაიწყო. მან პოპულარობა ჯგუფ Sonic Youth-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელთან ერთადაც 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. არტისტი სხვადასხვა დროს მუსიკალური პროექტების Free Kitten, Body/Head და Glitterbust წევრი იყო. 2015 წელს მან ავტობიოგრაფიული წიგნი Girl in a Band გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული