Thumbnail

ნახეთ: ASAP Rocky-მ შვედეთში გამართულ კონცერტზე სცენაზე გიგანტური საკანი დადგა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, რაკიმ მეიერსმა, ფსევდონიმით ASAP Rocky, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ კონცერტზე, სცენაზე გიგანტური ზომის საკანი დადგა. მუსიკოსმა ღონისძიება სტოკჰოლმის ციხეში მყოფ პატიმრებს მიუძღვნა, რომლებთან ერთადაც არტისტმა მიმდინარე წელს რამდენიმე კვირა გაატარა.

► მოუსმინეთ: ASAP Rocky & Swedish House Mafia - Frankenstein

► ASAP Rocky: დაივიწყეთ ჩემი და ტრევის სკოტის დაპირისპირება  

► ASAP Rocky-ს მომავალი ალბომის სახელწოდება ცნობილია 

თავდაპირველად როქის კონცერტის გამართვა ციხეში სურდა, თუმცა, არტისტმა შვედეთის მთავრობისგან უარი მიიღო.

"პატიმრებისთვის კონცერტის გამართვაზე უარი მითხრეს. თუმცა, მე მაინც გადავწყვიტე, თქვენთვის შოუ ჩამეტარებინა და მესაუბრა შვედეთში მყოფი ღარიბი იმიგრანტების პრობლემების შესახებ. ციხეში გატარებული პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული თავგადასავალი იყო. ახლა კი დროა, ვალი დავუბრუნო მათ, ვინც ამ დროს გვერდში მედგა", - დაწერა არტისტმა ტვიტერზე.

აღსანიშნავია, რომ, როქის ინიციატივით, შვედეთში მცხოვრებ იმიგრანტებსა და უკიდურესად ღარიბ რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს კონცერტზე დასწრება უფასოდ შეეძლოთ.

ეისეფ როქი 3 ივლისს შვედეთში თავდასხმისა და ცემის ბრალდებით დააკავეს. მაშინ რეპერი სტოკჰოლმს ფესტივალში Smash X Stadion მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა. გისოსებს მიღმა 1 თვის გატარების შემდეგ, სასამართლომ როქი და მისი დაცვის წევრი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ეისეფს პირობითი მსჯავრი და მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.

► ASAP Rocky განაჩენს გამოეხმაურა: იმედგაცრუებული ვარ 

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, მიმდინარე წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული