Thumbnail

საშობაო ჰიტის All I Want for Christmas is You შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკალური პლატფორმა Amazon Music ამერიკელი პოპვარსკვლავის, მერაია ქერის 1994 წლის საშობაო ალბომში Merry Christmas შესული ჰიტის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს Mariah Carey is Christmas: The Story of 'All I Want for Christmas is You ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილ 11-წუთიან ნამუშევარში არტისტისა და მისი პროდიუსერის, რენდი ჯექსონის ინტერვიუებთან ერთად ალბომზე მუშაობის პერიოდში გადაღებული საარქივო კადრებია გამოყენებული.

მერაია ქერიმ გინესის სამი რეკორდი დაამყარა

► ყველაზე გამაღიზიანებელ საახალწლო სიმღერად All I Want for Christmas Is You დასახელდა

► ინგლისის ერთ-ერთ მაღაზიაში All I Want for Christmas Is You-ს ჩართვაზე უარი განაცხადეს

"ყოველთვის მინდოდა, იდეალური შობა გვქონოდა. ჩემს ოჯახს კი საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ დედაჩემი ხანდახან ხილს ფუთავდა საჩუქრების ნაცვლად. მე კი ვფიქრობდი - როცა გავიზრდები, ასეთ რამეს არ დავუშვებ, შობას ყოველ წელს ჯადოსნურად ვაქცევ-მეთქი. ამ დღესასწაულთან ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს. მინდოდა, შემექმნა სიმღერა, რომელიც საახალწლო დღეებში ბედნიერებას მომანიჭებდა", - ამბობს მერაია.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიციამ ახლახან გინესის სამი რეკორდი დაამყარა შემდეგი კატეგორიებში: ბილბორდის ცხელ ასეულში ყველაზე წარმატებული სოლო მომღერლის მიერ შესრულებული სადღესასწაულო სიმღერა; ქალი არტისტის სიმღერა, რომელმაც 24 საათის განმავლობაში Spotify-ზე ყველაზე მეტი მოსმენა დააგროვა და საახალწლო სინგლი, რომელმაც ბრიტანეთის ტოპ 10 ჩარტში ყველაზე გრძელი პერიოდი, 20 კვირა დაჰყო.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული