Thumbnail

ინდი როკ დუეტი MGMT ახალ კომპოზიციას In the Afternoon და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. 2010 წელს დაწერილი სინგლი მუსიკოსების ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 31 მარტს გამოიცემა. 

ენდრიუ ვანვინგარდენმა ჯგუფი MGMT ბენ გოლდვასერთან ერთად 2002 წელს შექმნა. 2007 წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Oracular Spectacular გაავრცელა. გრემის მფლობელ კოლექტივს ამ დრომდე 4 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული