Thumbnail

ნახეთ: მაილს კენედიმ ლეონარდ კოენის Hallelujah ჯეფ ბაკლის გიტარით შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკული როკ ჯგუფის, Alter Bridge-ის მიერ პარიზში გამართულ კონცერტზე ბენდის ვოკალისტმა, მაილს კენედიმ ლეგენდარული კანადელი არტისტის, ლეონარდ კოენის ჰიტი Hallelujah მუსიკოს ჯეფ ბაკლის გიტარით შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ყველაზე ცნობილი ქავერ ვერსიის ავტორი სწორედ ბაკლი გახლავთ. 

Hallelujah-ს ორიგინალი ჩანაწერი ლეონარდ კოენის 1984 წლის ალბომში Various Positions არის წარმოდგენილი. კომპოზიცია არაერთ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუშია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ სიმღერის სულ 300-ზე მეტი ვერსიაა ცნობილი.

მაილს კენედიმ კარიერა 1988 წელს დაიწყო. ჯგუფ Alter Bridge-ში მოღვაწეობის გარდა, ის ცნობილი მუსიკოსის, სლეშის ბენდის The Conspirators ვოკალისტია. 2018 წელს მან ასევე სოლო ალბომი Year of the Tiger გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული