Thumbnail

ნახეთ: Harry Styles-მა ჯეიმს კორდენის შოუში ახალი სიმღერა Adore You შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისელმა მუსიკოსმა, ჰარი სტაილზმა ჯეიმს კორდენის ღამის შოუში ახალი კომპოზიცია Adore You შეასრულა. სიმღერა არტისტის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Fine Line იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება.

მოუსმინეთ: Harry Styles - Adore You

► ნახეთ: ჰარი სტაილზმა ახალი სიმღერები Watermelon Sugar და Lights Up შეასრულა

► ნახეთ: ჰარი სტაილზი კლიპს Lights Up ავრცელებს

ჰარი სტაილზი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული