Thumbnail

ნახეთ: Reason-მა რეპერ Cozz-ს ფრისტაილში შეჯიბრება შესთავაზა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ლეიბლის Top Dawg Entertainmen წევრი, კალიფორნიელი ემსი რობერტ გილი, ფსევდონიმით Reason, კალიფორნიულ რადიოსადგურს REAL 92.3 ესტუმრა. გადაცემის წამყვანის წინაშე ქარსონელმა რეპერმა ფრისტაილი წაიკითხა.

► ნახეთ: Reason და Ab-Soul კლიპს Flick It Up ავრცელებენ 

► მოუსმინეთ: Reason - Same Ol Shit 

► მოუსმინეთ: Reason - High Hopes 

რეჩიტატივის დასასრულს, რიზონმა თანამედროვე ჰიპ ჰოპის კიდევ ერთი გამორჩეული ლეიბლის Dreamville წევრს, მისი მეგობარ Cozz-ს ფრისტაილში შეჯიბრება შესთავაზა.

რიზონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2016 წლამდე რეპერმა 3 ოფიციალური მიქსტეიპი ჩაწერა. 2018 წელს კი მუსიკოსი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის, Top Dawg Entertainmen-ის წევრი გახდა და მალევე გაყიდვაში სადებიუტო ალბომი There You Have It ჩაუშვა. არტისტის შემოქმედება კლასიკური ჰიპ ჰოპისთვის დამახასიათებელი კითხვის მანერითა და დახვეწილი ლირიკით გამოირჩევა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული