Thumbnail

ნახეთ: Korn-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდი

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ნიუ მეტალ ბენდი Korn ჯგუფის შესახებ შექმნილი დოკუმენტური სერიალის პირველ ეპიზოდს ავრცელებს. სურათში მაყურებელი ბოლო ალბომზე The Nothing მუშაობის ამსახველ ვიდეომასალას, ჩანაწერის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში გადაღებულ კადრებსა და ინტერვიუებს იხილავს. ნამუშევრის ავტორი ფრანგი რეჟისორი სებასტიან პაკეა.

► ნახეთ: Korn - Can You Hear Me

► ნახეთ: Korn - Cold

Korn კალიფორნიაში 1993 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ნიუ მეტალის პიონერმა ჯგუფმა კოლექტივისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გააავრცელა. ორი გრემის მფლობელ ბენდს ამ დრომდე 13 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული