Thumbnail

ამერიკულმა სუპერჯგუფმა Black Swan სადებიუტო სინგლი Shake The World და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის ამავე სახელწოდების ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 14 თებერვალს ჩაეშვება. 

Black Swan 2019 წელს ჩამოყალიბდა. პროექტში ოთხი წევრია: ირლანდიელი ვოკალისტი რობინ მაკოლი, ჯგუფ Whitesnake-ის გიტარისტი რებ ბიჩი, ბენდ Foreigner-ის ბასისტი ჯეფ პილსონი და ამერიკელი დრამერი მეთ სტარი. კოლექტივის მუსიკალური მიმართულება ჰარდ როკს მოიცავს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული