Thumbnail

ნახეთ: Depeche Mode-ის ალბომის Violator შთაგონებით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Depeche Mode-ის ალბომს Violator 2020 წლის 19 მარტს 30 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკულმა ბრენდმა Noah ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექცია შექმნა, რომელიც სტუდიურ ჩანაწერში წარმოდგენილი ოთხი კომპოზიციით: Personal Jesus, Enjoy the Silence, World in My Eyes, Policy of Truth და მათი კლიპებითაა შთაგონებული.

► ნახეთ: Charli XCX-მა Depeche Mode-ისა და Icona Pop-ის სიმღერების მიქსი შეასრულა

უნისექს მაისურების, ჰუდების, ნაქსოვი ზედების, ქურთუკების, ფეხსაცმლის, შარფებისა და ბერეტების შეძენა 12 დეკემბრიდან იქნება შესაძლებელი.

Depeche Mode ინგლისის ქალაქ ბაზილდონში 1980 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს საყოველთაო პოპულარობა 1990 წელს გამოშვებულმა ალბომმა Violator მოუტანა. კარიერის განმავლობაში ბენდმა 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Q-მ "დეფეშ მოუდი" იმ 50 კოლექტივს შორის შეიყვანა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული