Thumbnail

ინტერნეტში ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტის, დუეინ კარტერის, ფსევდონიმით Lil Wayne, აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია Cap & Grown გავრცელდა. რამდენიმე წლის წინ ჩაწერილი ტრეკის პროდიუსერი გავლენიანი სამხრეთელი მუსიკოსი Mannie Fresh გახლავთ. ლილ უეინის კარიერის საწყისი ეტაპის წარმატება სწორედ მენი ფრეშთან და ლეიბლთან Cash Money არის დაკავშირებული.

► Lil Wayne მარიხუანის ბიზნესში ერთვება  

► Lil Wayne: დღესდღეობით ერთადერთ რეპერს ვუსმენ 

► Lil Wayne: Jay-Z ერთადერთი რეპერია, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტი გახდეს 

ცოტა ხნის წინ ლილ უეინმა მისი მომავალი ალბომის Funeral გამოსვლის თარიღი გაასაჯაროვა. ინსტაგრამზე თაყვანისმცემელთან საუბარში ვეტერანმა ემსიმ განაცხადა, რომ წლების წინ დააანონსებული სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში 2020 წლის თებერვალში ჩაეშვება.

ლილ უეინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Tha Block Is Hot 1999 წლის მიწურულს გამოვიდა. არტისტის ყველაზე წარმატებულ ჩანაწერად Tha Carter III ითვლება, რომლის მთავარი კომპოზიცია Lollipop 2008 წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა. მუსიკოსის ახალი ნამუშევარი Tha Carter V ჯერ კიდევ 2012 წელს დაანონსდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის Cash Money Records-თან და მის დამფუძნებელ Birdman-თან კონფლიქტის გამო, ალბომმა დღის სინათლე მხოლოდ 2018 წელს, უეინის ლეიბლზე Young Money Records იხილა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული