Thumbnail

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივი The Roots ორწლიანი პაუზის შემდეგ ახალ კომპოზიციას Feel It (You Got It) ავრცელებს. ჩანაწერში ამერიკელი არენბი შემსრულებელი, თიშ ჰაიმენი მონაწილეობს. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში End Game შევა.

► Questlove: The Roots-ის ახალ ალბომში J Dilla-ს ბითებს გამოვიყენებთ

The Roots ქუესთლავმა რეპერ ბლექ თოთთან ერთად ფილადელფიაში 1987 წელს ჩამოაყალიბა. გაერთიანების შემოქმედება ჰიპ ჰოპის, ნეო სოულისა და ჯაზის სინთეზია. სამი გრემის მფლობელი კოლექტივის დისკოგრაფიაში 11 ალბომი, 3 კოლაბორაციული ჩანაწერი და 2 EP ერთიანდება, რომელთაგანაც ყველაზე დიდი პოპულარობა 1999 წლის ნამუშევარმა Things Fall Apart მოიპოვა. ალბომის მთავარი სინგლი ერიკა ბადუს მონაწილეობით შექმნილი კომპოზიცია You Got Me გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული