ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, სამერ უოქერმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში კომპოზიცია Playing Games შეასრულა. სინგლი მუსიკოსის სადებიუტო ალბომში Over It შედის, რომელიც არტისტმა 7 ოქტომბერს გაავრცელა.
► მოუსმინეთ: Summer Walker ალბომს Over It ავრცელებს
ატლანტელმა მუსიკოსმა, სამერ უოქერმა შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Last Day of Summer გამოსცა. 2019 წლის 25 იანვარს კი EP სახელად Clear გაავრცელა.
კომენტარები