Thumbnail

ნახეთ: Brockhampton კომპოზიციის Sugar კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ტექსასური ჰიპ ჰოპ გაერთიანება Brockhampton კომპოზიციაზე Sugar გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტების ბოლო ალბომში GINGER შედის. ვიდეორგოლის ავტორი კოლექტივის ლიდერი კლიფორდ სიმფსონია, ფსევდონიმით Kevin Abstract.

► ნახეთ: Brockhampton დოკუმენტური სერიალის თრეილერს ავრცელებს

► მოუსმინეთ: გაერთიანება Brockhampton ალბომს GINGER ავრცელებს

Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს 4 წლის განმავლობაში 5 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერი Saturation Boxset აქვს გამოშვებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Gold, Sweet, Boogie და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული