Thumbnail

ამერიკული დუეტი The Chainsmokers ტექსტურ ვიდეოსთან ერთად ახალ კომპოზიციას P.S. I Hope You're Happy ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების ახალ ალბომში World War Joy შედის, რომელიც გაყიდვაში 6 დეკემბერს ჩაეშვა. ნამუშევარში ცნობილი ჯგუფი Blink-182 მონაწილეობს.

► ნახეთ: The Chainsmokers-მა კომპოზიციაზე Who Do You Love კლიპი გადაიღო

ენდრიუ ტაგარტმა და ალექს პოლმა დუეტი The Chainsmokers 2012 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსებს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Don't Let Me Down მოუტანა, რომელსაც 2017 წელს "საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის" კატეგორიაში გრემი გადაეცა. ტრეკზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა კი იუთუბზე 1,4 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული