Thumbnail

კანადელმა მუსიკოსმა, ლუის სელესტინმა, სასცენო სახელით Kaytranada, ახალი კომპოზიცია "10%" გამოაქვეყნა. ელექტრონული არტისტის ჩანაწერში წარმოშობით კოლუმბიელი მომღერალი Kali Uchis მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Kaytranada - Dysfunctional Ft. VanJess

ქეითრანადას მომავალი ალბომი Bubba გაყიდვაში 13 დეკემბერს ჩაეშვება. ახალგავრცელებული ტრეკი სტუდიური ნამუშევრის პირველი სინგლია. კალი უჩისის გარდა, კანადელი მუსიკოსის ჩანაწერში მისი ისეთი კოლეგები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: Pharrell Williams, GoldLink, Masego, SiR, Mick Jenkins და სხვა.

ქეითრანადამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი "99.9%" 2016 წელს ჩაეშვა გაყიდვაში. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, არტისტმა ისეთ შემსრულებლებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Beyonce, Rihanna, Missy Elliott, Mobb Deep, Busta Rhymes, The Roots, Talib Kweli და სხვები.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული