Thumbnail

ნახეთ: ლენი კრავიცი სიმღერის Here To Love კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ლენი კრავიცი კომპოზიციაზე Here To Love გადაღებულ კლიპს ავრცელებს. სინგლი არტისტის ბოლო ალბომში Raise Vibration შედის, რომელიც 2018 წელს გამოვიდა. ვიდეორგოლი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანტირასისტულ კამპანიას ეხმაურება.

► ლენი კრავიცმა შესაძლოა, 2020 წელს თბილისში კონცერტი გამართოს

მომღერალმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და მსახიობმა ლეონარდ ალბერტ კრავიცმა მუსიკალური მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე 11 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 1999-2002 წლებში კრავიცმა საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში ზედიზედ ოთხი გრემი მოიპოვა, რაც ამ ნომინაციისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

როკის, ფანკის, ბლუზის, სოულის, არენბის, ჯაზის, რეგეისა და ფოლკის ჟანრებში მოღვაწე შემსრულებელს სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: მადონა, დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, სტივენ ტაილერი და სხვები. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: I Belong To You, American Woman, Again და Fly Away.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული