Thumbnail

გურამ კაშიას 5 საყვარელი სიმღერა

საქართველოს ნაკრებისა და კლუბ "სან ხოსე ერთქვეიქსის" ფეხბურთელის, გურამ კაშიას 5 საყვარელი კომპოზიცია. 

5. John Lennon - Imagine

ეს ის მუსიკაა, რომელიც მამაჩემმა მომასმენინა და განსაკუთრებულია ჩემთვის. დღესაც ძალიან ხშირად ვუსმენ. ალბათ, მინდა, რომ ამ სიმღერის ტექსტში როგორიცაა, ისეთი იყოს სამყარო.

4. The Beatles - Yesterday

6 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა "ბითლზის" მოსმენა დამაძალა. პოლ მაკკარტნის Yesterday შემიყვარდა და კასეტაზე ფანქრით ვახვევდი, ელემენტი რომ არ დამჯდარიყო. მაშინ შუქი არ გვქონდა. დღეში, ალბათ, 100-ჯერ მაინც ვუსმენდი.

3. Kanye West - Runaway

ჰიპ ჰოპის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ. უკვე 11 წელია, ქანიე ვესთის ფანი ვარ. მისი ტატუც კი გავიკეთე. ჩემთვის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტია. მისი სიმღერები ძალიან მეხმარება კარიერაში - ვარჯიშის დროს, ან რაღაც სირთულეები როცა მაქვს.

ზოგადად, მუსიკა ძალიან მეხმარება, დღეში 6-7 საათს ვუსმენ. ცოტა ხნის წინ "სპოტიფაიზე" ვნახე - 57,000 წუთი მოსმენა მქონდა წლის განმავლობაში, ანუ 34 დღე წელიწადში. გამოდის, ერთი თვე მუსიკას ვუსმენ. ძირითადად ჰიპ ჰოპს. ვიცი, საშინელი მუსიკაა ჰიპ ჰოპი, მაგრამ ძალიან დიდ მოტივაციას და ენერგიას მაძლევს, რასაც ხშირად ვეძებ.

ქანიეს Runaway საოცარი ტრეკია, My Beautiful Dark Twisted Fantasy კი, ალბათ, ბოლო 10-15 წლის საუკეთესო ალბომი. ამ კომპოზიციის მოსმენა დღესაც არ მბეზრდება. პირველი ნოტი როგორც კი იწყება... ამ ნოტის პიანინოზე დაკვრა ვისწავლე და ხანდახან გიჟივით ვურტყამ ხოლმე კლავიშს.

2. Frank Ocean - Nikes

ძალიან მიკვირს, რომ ფრენკ ოუშენი ბევრმა არ იცის. ძალიან მაგარია. თავიდან მხოლოდ მუსიკას წერდა, შემდეგ სიმღერაც დაიწყო. მისი ალბომიდან Blonded ალბათ 6 სიმღერა მაინც მიყვარს. როდესაც sad ვარ, სულ ფრენკ ოუშენს ვუსმენ.

1. Kanye West - Only One

ეს ჩემი და ჩემი შვილის სიმღერაა. ერთად ვუსმენთ ხოლმე და იცის, რომ ჩვენი სიმღერაა. ჩემი ცოლიც სულ გვეხუმრება ხოლმე. ჩვენი ცხოვრების საუნდტრეკია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული