Thumbnail

ნახეთ: ნინი ნუცუბიძემ და Killages-მა ახალი კომპოზიცია Tongue Kissing შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ახალგაზრდა მუსიკოსმა, ნინი ნუცუბიძემ და ქართულმა ჯგუფმა Killages საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" ახალი კომპოზიცია Tongue Kissing შეასრულეს.

► ნახეთ: ბალერინა თათა ჯაშმა ჯგუფ Killages-ის კომპოზიციაზე BottleSip იცეკვა

ნინი ნუცუბიძე მსმენელმა სატელევიზიო შოუებიდან "ნიჭიერი" და "იქს ფაქტორი" გაიცნო. მულტიინსტრუმენტალისტი არტისტი არაერთ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწეობს.

Killages კი ქალაქ რუსთავში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფში 4 წევრია: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი და რატი რატიანი. 2018 წელს ბენდმა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზეც დაუკრა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული