Thumbnail

ლიამ პეინი: One Direction მინიმუმ ორი წელი ვერ აღდგება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ინგლისურ-ირლანდიური ჯგუფის, One Direction-ის წევრი, ლიამ პეინი ტელეკომპანია Channel 4-ის გადაცემას Sunday Brunch ესტუმრა. 26 წლის არტისტის თქმით, შემოქმედებითი პაუზა, რომელიც მისმა კოლექტივმა თითქმის სამი წლის წინ აიღო, აუცილებლად დასრულდება. თუმცა, ბოიბენდი მოღვაწეობის განახლებას მინიმუმ ორი წელი ვერ შეძლებს.

► მოუსმინეთ: ლიამ პეინი სადებიუტო სოლო ალბომს LP1 ავრცელებს

► ლიამ პეინი: One Direction-ისგან რომ არ დამესვენა, მოვკვდებოდი

"მგონია, რომ რაღაც მომენტში ისევ შევიკრიბებით. ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ვიცი, ეს როდის მოხდება. მანამდე მინიმუმ ორი წელია - რადგან ახლა ყველა სოლო კარიერითაა დაკავებული, პრომოუშენს კი დრო სჭირდება", - ამბობს მომღერალი.

One Direction 2010 წელს ლონდონში ჩამოყალიბდა. მსმენელმა ნაილ ჰორანი, ზეინ მალიკი, ლიამ პეინი, ჰარი სტაილზი და ლუის ტომლინსონი ბრიტანულ სატელევიზიო შოუში The X Factor მონაწილეობით გაიცნო. მუსიკოსების ხუთი ალბომი Up All Night, Take Me Home, Midnight Memories, Four და Made in the A.M სხვადასხვა დროს მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. არტისტებს ჯამში 200 ჯილდო აქვთ მიღებული. ისინი ისეთი ღონისძიებების გამარჯვებულები არიან, როგორებიცაა: Brit Awards, MTV Video Music Awards, Billboard Music Awards, American Music Awards და სხვა. არტისტებს მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონი ჩანაწერი აქვთ გაყიდული. 2015 წელს ვოკალისტი, ზეინ მალიკი ბენდიდან წავიდა და სოლო კარიერა დაიწყო. 2016 წელს კი ჯგუფმა განუსაზღვრელი ვადით შემოქმედებითი პაუზა აიღო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული