ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Who ახალი, ბენდისვე სახელწოდების მქონე რიგით მეთორმეტე ალბომი გაავრცელა. მუსიკოსებმა ნამუშევარი 13-წლიანი პაუზის შემდეგ გაავრცელეს. ჩანაწერი 14 კომპოზიციას აერთიანებს.
The Who ქალაქ ლონდონში 1964 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი My Generation გაავრცელა. კოლექტივს პოპულარობა 1969 წელს გამოშვებულმა ნამუშევარმა Tommy მოუტანა, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი როკ ოპერაა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ როკ ბენდს წლების განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 1990 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. არტისტებს ამ დრომდე 12 სტუდიური ჩანაწერი აქვთ გამოცემული.
კომენტარები