Thumbnail

ბილი აილიში: თითქოს ფილმში ვცხოვრობთ, რომელშიც სამყაროს აღსასრული დგება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გაზეთმა Los Angeles Times პოპულარულ ამერიკელ მუსიკოსთან, ბილი აილიშთან ინტერვიუ ჩაწერა. 17 წლის არტისტმა გამოცემასთან კლიმატის ცვლილებაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა თემებზე ისაუბრა.

► ნახეთ: ბილი აილიში ახალ კლიპს Xanny ავრცელებს

ბილი აილიშმა საყვარელი სიმღერები და არტისტები დაასახელა

► ბილი აილიში: დრო აღარ ითმენს, გადავარჩინოთ პლანეტა

"უცნაურია - ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფილმში ვცხოვრობთ, რომელშიც სამყაროს აღსასრული გვიახლოვდება. შეგვიძლია, ეს შევცვალოთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ, რადგან ყველა ძალიან ზარმაცია. ჩვენ მოვკვდებით, თუ არ შევიცვლებით. მილიონჯერ დამსიზმრებია სამყაროს აღსასრული. ეს გაიძულებს, გაანალიზო, რამდენად უმნიშვნელოა ჩვენი ცხოვრება. მინდა, მყავდეს შვილები და მათაც ჰყავდეთ შთამომავლობა. შესაძლოა, ეს სურვილი ვერ შემისრულდეს და ამიტომ ძალიან ვღიზიანდები", - ამბობს არტისტი.

ინტერვიუში ბილიმ ივარაუდა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს:

"2020 წელიც საკმაოდ მანერვიულებს. ვფიქრობ, სულელ ტრამპს მეორე ვადით აირჩევენ, რაც ძალიან მტკენს გულს. ზოგს, უბრალოდ, უყვარს ასეთი საშინელი ადამიანები, ეს ძალიან უცნაურია". 

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული