Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა Heartless შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა მუსიკოსმა The Weeknd სტივენ კოლბერის ღამის შოუში თავისი ახალი კომპოზიცია Heartless შეასრულა. 27 ნოემბერს გავრცელებული ტრეკი კანადელი არტისტის მომავალ ალბომში Chapter VI იქნება წარმოდგენილი, რომელიც დღის სინათლეს 2020 წელს იხილავს. 

► ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Heartless ავრცელებს

► მოუსმინეთ: The Weeknd - Blinding Lights

► ნახეთ: The Weeknd-მა ბევერლი ჰილსზე $25 მილიონად პენტჰაუზი შეიძინა

უიქენდმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წლის მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოსცა. 2013-16 წლებში არტისტმა 3 სტუდიური ჩანაწერი გაავრცელა, რომლებმაც კომერციული წარმატება მოიპოვეს. 2018 წელს შემსრულებელმა EP სახელწოდებით My Dear Melancholy გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სამი გრემის მფლობელი მომღერლის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. მუსიკოსის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ. ქელიმ იქონიეს. დღეს უიქენდი მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წარმომადგენელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული