Thumbnail

ნახეთ: Aesop Rock და Tobacco კომპოზიციის Tuesday კლიპს ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა ინდი რეპერმა, იან ბევიტზმა, ფსევდონიმით Aesop Rock და ელექტრონულმა მუსიკოსმა, თომას ფეკმა, იგივე Tobacco-მ კომპოზიციაზე Tuesday ვიდეოკლიპი გადაიღეს. სინგლი არტისტების კოლაბორაციული პროექტის Malibu Ken ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 18 იანვარს ჩაეშვა.

ნიუ იორკელმა არტისტმა, Aesop Rock-მა შემოქმედებითი კარიერა 1996 წელს დაიწყო. 90-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში მუსიკოსი ანდერგრაუნდ და ალტერნატიული ჰიპ ჰოპ სცენის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლებოდა. რეპერმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Music for Earthworms 1997 წელს გამოსცა. მას ამ დრომდე 7 ალბომი აქვს გამოშვებული.

Tobacco-მ კი მუსიკალური მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. სოლო კარიერის გარდა, არტისტი ამერიკული ბენდის, Black Moth Super Rainbow-ს ფრონტმენია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული