Thumbnail

31 მაისს თბილისში ლენი კრავიცის კონცერტი გაიმართება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ლენი კრავიცი კონცერტს გამართავს. ღონისძიება "საქართველოს ბანკის" პროექტის SOLO მხარდაჭერით ჩატარდება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

მომღერალი საქართველოში გამართული კონცერტით მსოფლიო ტურნეს Here To Love ევროპულ ნაწილს გახსნის. 

მომღერალმა, მულტიინსტრუმენტალისტმა და მსახიობმა ლეონარდ ალბერტ კრავიცმა მუსიკალური მოღვაწეობა 1981 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე 11 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. 1999-2002 წლებში კრავიცმა საუკეთესო მამაკაცი როკ ვოკალისტის კატეგორიაში ზედიზედ ოთხი გრემი მოიპოვა, რაც ამ ნომინაციისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

როკის, ფანკის, ბლუზის, სოულის, არენბის, ჯაზის, რეგეისა და ფოლკის ჟანრებში მოღვაწე შემსრულებელს სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: მადონა, დევიდ ბოუი, მიკ ჯაგერი, სტივენ ტაილერი და სხვები. მისი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: I Belong To You, American Woman, Again და Fly Away.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული