Thumbnail

ინგლისელი ელექტრონული მუსიკოსი, ჯონ ჰოპკინსი და უელსელი არტისტი, კელი ლი ოუენსი ახალ კომპოზიციას Luminous Spaces ავრცელებენ. ტრეკი ჰოპკინსის რელიზში Luminous Spaces / Luminous Beings იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 24 იანვარს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Jon Hopkins - Emerald Rush (Solomun Remix)

ჯონ ჰოპკინსმა კარიერა 2001 წელს დაიწყო. თავის დროზე მუსიკოსი ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან: ბრაიან ინო, Coldplay და Bonobo. ჰოპკინს განსაკუთრებული წარმატება რიგით მეოთხე სტუდიურმა ალბომმა Immunity მოუტანა, რომელიც ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. მისი შემოქმედება ემბიენთ ტექნოს, ელექტროსა და IDM-ს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული