Thumbnail

ნახეთ: ტეილორ სვიფტის ბავშვობის კადრები მის ახალ საშობაო კლიპში Christmas Tree Farm

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ტეილორ სვიფტი ახალ საშობაო კომპოზიციას Christmas Tree Farm და მასზე შექმნილ ვიდეორგოლს ავრცელებს, რომლის რეჟისორიც თავადაა. კლიპი 1989-94 წლებში შობის დღესასწაულზე გადაღებულ საოჯახო ვიდეოებს აერთიანებს, რომლებშიც პატარა ტეილორი ოჯახთან ერთადაა ნაჩვენები.

► ნახეთ: ტეილორ სვიფტი ბრიტანული Vogue-ის ფოტოსესიაში

ეს პირველი საშობაო თემატიკის ნამუშევარია, რომელიც არტისტმა 2007 წლის ჩანაწერის The Taylor Swift Holiday Collection გავრცელების შემდეგ გამოუშვა.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსიც მოიპოვა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული