Thumbnail

ნახეთ: ესტონეთი ევროვიზიაზე შესაძლოა, საქართველოზე დაწერილი სიმღერით წარდგეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ესტონელი მუსიკოსი, ეგერთ მაილდერი 2020 წლის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში საქართველოს შესახებ დაწერილი ინგლისურენოვანი კომპოზიციით Georgia (On My Mind) მონაწილეობს. მან შერჩევის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, 13 თებერვალს კი უკვე ნახევარფინალში იმღერებს.

► ლგბტ თემის მიმართ ევროვიზიის მეგობრული დამოკიდებულების გამო უნგრეთი კონკურსს გამოეთიშა

არტისტმა საკონკურსო კომპოზიციის ვიდეორგოლი საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ვარძიაში, ყაზბეგსა და რაბათის ციხეში გადაიღო.

ეგერთ მაილდერმა საქართველოში თავდაპირველად 2016 წელს იმოგზაურა. მას შემდეგ არტისტი ჩვენს ქვეყანას არაერთხელ ესტუმრა.

"უკვე 5 თვეა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ეს ის ქვეყანაა, რომელმაც შემცვალა. მასწავლა, როგორ ვიცხოვრო, მიყვარდეს და განვვითარდე. ძვირფასო საქართველო, შენ დღეს უფრო მეტად ლამაზი ხარ, ვიდრე ოდესმე, შენი თბილი გულითა და კაშკაშა ფერებით. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, შენი მშვენიერება ვიდეოში ვაჩვენო", - დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე კლიპზე მუშაობის პერიოდში.

ევროვიზიაზე ესტონეთის წარსადგენად სულ 23 კანდიდატი იბრძვის. ნახევარფინალური ეტაპი 12 ფინალისტს გამოავლენს. გამარჯვებული მუსიკოსის ვინაობა კი 29 თებერვალს გაირკვევა.

ევროვიზიის რიგით 65- სიმღერის საერთაშორისო კონკურსი 2020 წლის მაისში, ნიდერლანდების ქალაქ როდტრდამში გაიმართება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული