Thumbnail

ბრიტანულმა პროექტმა Glass Animals კომპოზიციაზე Tokyo Drifting შექმნილი კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დენზელ კარი მონაწილეობს. ვიდეორგოლის ავტორი Rubberband გახლავთ.

Glass Animals ქალაქ ოქსფორდში 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Zaba გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How to Be a Human Being გამოსცა. მუსიკოსების შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული