Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსები, რომლებიც ჟურნალმა People წლის ადამიანებად დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჟურნალმა People წლის ადამიანები დაასახელა. აშშ-ის ყოფილ პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან და მსახიობ ჯენიფერ ენისტონთან ერთად ეს სტატუსი ამერიკელმა მომღერლებმა, ჯენიფერ ლოპესმა და ტეილორ სვიფტმა მიიღეს. მათი ფოტოები გამოცემის სპეციალური ნომრის People of the Year გარეკანზე დაიბეჭდა, რომელიც გაყიდვაში 16 დეკემბერს ჩაეშვება.

► ჟურნალმა People პლანეტის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად მუსიკოსი დაასახელა

"პირველად ჟურნალის ისტორიაში ერთ გამოცემას ოთხი სხვადასხვა გარეკანი ექნება. წლის ადამიანები ხდებიან ისინი, ვინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კულტურაზე. არ გამკვირვებია, რომ საბოლოოდ ოთხ ქალზე შეჩერდა არჩევანი - ამ წელს ძლიერი ქალები დომინირებდნენ", - აღნიშნა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, დენ ვეიკფორდმა.

ჯენიფერ ლოპესის დამსახურებებს შორის ფილმ Hustlers-ზე მუშაობა, Super Bowl-ზე დაგეგმილ პერფორმანსში მონაწილეობა, წარმატებული ტურნე და ა.შ. სახელდება. რაც შეეხება სვიფტს:

"ტეილორი 15 წელზე მეტია, მღერის, მაგრამ მან წელს საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ იპოვა - მოახერხა საავტორო უფლებების დაცვა; საჯარო განცხადებები გააკეთა იმ თემებზე, რომლისაც სწამდა და მუსიკით კვლავ გაგვიზიარა ის სიბრძნე, რაც წლებმა შესძინა. 2019 წელს მისი ალბომი Lover გამოსვლიდან ერთ კვირაში რეკორდული რაოდენობით გაიყიდა", - წერს გამოცემა ამერიკელი პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის შესახებ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული