Thumbnail

ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის Bad Vibes Forever ტრეკლისტი გამოქვეყნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 წლის ასაკში გარდაცვლილი მუსიკოსის, ჯასეი ონფროის, იგივე XXXTentacion-ის ახალი ალბომის Bad Vibes Forever ტრეკლისტი გამოქვეყნდა. სტუდიურ ჩანაწერში, რომელიც გაყიდვაში 6 დეკემბერს ჩაეშვება, სულ 25 კომპიზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორის კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც არიან: Blink-182, Lil Wayne, Rick Ross, Trippie Redd და სხვები.

► ნახეთ: XXXTentacion-მა თავისი ტატუს Bad Vibes მნიშვნელობა განმარტა

► ნახეთ: მესიჯი, რომელიც XXXTentacion-მა გარდაცვალებამდე Young Thug-ს გაუგზავნა 

► ნახეთ: XXXTentacion-ის უკანასკნელი ალბომის თრეილერი

ნამუშევრის ტრეკლისტი ასე გამოიყურება:

1. Introduction
2. Ex Bitch
3. Ugly
4. Bad Vibes Forever (Feat. PnB Rock and Trippie Redd)
5. School Shooter (Feat. Lil Wayne)
6. I Changed Her Life (Feat. Rick Ross)
7. Triumph
8. Limbo
9. Before I Realize
10. Ecstasy (Feat. Noah Cyrus)
11. Kill My Vibe (Feat. Tom G)
12. Hot Gyal (Tory Lanez and Mavado)
13. The Only Time I Feel Alive (Feat. Craig Xen)
14. The Interlude That Never Ends
15. Dæmons (Feat. Joey Badass and Kemba)
16. Attention!
17. Eat It Up
18. Voss (Feat. Sauce Walka)
19. Royalty (Feat. Ky-Mani Marley, Stefflon Don And Vybz Kartel)
20. Won't Grow Old (I Won't Let Go) (Feat. Jimmy Levy)
21. Hearteater
22. Northstar Remix (Feat. Joyner Lucas)
23. Chase/Glass Shards (Feat.  Ikabod Veins)
24. Numb the Pain
25. It's All Fading to Black (Feat. Blink-182)

არტისტის წარმომადგენლების განცხადებით, ნამუშევარი ტასიონის შემოქმედებაში უკანასკნელი იქნება. Bad Vibes Forever მუსიკოსმა ჯერ კიდევ 2016 წელს დააანონსა. ნამუშევარი მისი სადებიუტო ალბომი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სტუდიურმა ჩანაწერმა დღის სინათლე ამ დრომდე ვერ იხილა.

მუსიკოსი 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა შემოქმედებითი კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. ორივე მათგანი დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ტენტასიონის სიკვდილის შემდეგ, დეკემბერში მუსიკოსის დღეისთვის ალბომი სახელწოდებით Skins გამოქვეყნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული