Thumbnail

ბილი აილიშმა საყვარელი სიმღერები და არტისტები დაასახელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მუსიკოსი, ბილი აილიში თანამედროვე პოპ სცენის პოპულარული წარმომადგენელია. მის შემოქმედებას მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, მათ შორის ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, ლანა დელ რეი და ტომ იორკი. ჟურნალი Variety დაინტერესდა, თავად რა მუსიკას ანიჭებს უპირატესობას 17 წლის გოგონა.

ბილი აილიში: სიმღერას Everything I Wanted თავიდან სხვა სახელი დავარქვით

► ნახეთ: როგორ შეიცვალა ბილი აილიშის ცხოვრება ბოლო სამი წლის განმავლობაში

"საჭესთან Aminé-ს Campfire მაქვს ჩართული. განსატვირთად Biig Piig-ის სიმღერას Shh ვუსმენ. ეს ჩემი საყვარელი კომპოზიციაა. ასევე, მისი ტრეკი Lie To Me მომწონს. ძალიან მიყვარს Tekno. შეიძლება, ითქვას, ის ჩემთვის ყველა დროის ყველაზე საყვარელი არტისტია. ამ სიმღერებს სულ ვატრიალებ", - ამბობს ბილი.

კითხვაზე, წარსულში მოღვაწე რომელი მუსიკოსით არის დღემდე შეპყრობილი, მან უპასუხა:

"Scotty-ს მუსიკაზე გავიზარდე. როცა პატარა ვიყავი, გამუდმებით მის სიმღერას Draw Your Brakes ვუსმენდი. სხვათა შორის, ეს აღარ მახსოვდა, მაგრამ ახლახან მამაჩემმა იმ ტრეკების ფლეილისტი შემიდგინა, რომელზეც გავიზარდე. იმდენი მოგონება გამიცოცხლდა, იმდენი დავიწყებული კომპოზიცია გამახსენდა. მაგალითად, Scotty-ს სიმღერა I Worry. ეს ის არტისტია, რომელსაც ყოველთვის ვუბრუნდები", - აღნიშნა ბილიმ.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლებმა Ocean Eyes და Bad Guy მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული