Thumbnail

პროკურატურა სასამართლოს: Tekashi 6ix9ine-ს მინიმალური სასჯელი შეუფარდეთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პატიმრობაში მყოფი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტისთვის, Tekashi 6ix9ine-ისთვის პროკურატურა სასამართლოსგან მსუბუქი სასჯელის დაწესებას ითხოვს. გამოცემა Complex-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბრალდების მხარემ მოსამართლეს მიმართა, მუსიკოსს მინიმალური სასჯელი შეუფარდონ. პროკურორების განცხადებით, ტეკაშის თანამშრომლობა გამოძიებასთან იყო "წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი და ძალიან სასარგებლო".

► შესაძლოა, Tekashi 6ix9ine დეკემბერში გაათავისუფლონ

► დაცვის კომპანიებმა შესაძლოა, Tekashi 6ix9ine-ის მომსახურებაზე უარი განაცხადონ

► Tekashi 6ix9ine ციხეში ახალ ალბომზე მუშაობს

სამართალდამცველი უწყების ცნობით, ტეკაში მათ შემდეგი საქმეების გამოძიებაში დაეხმარა:

  • ენტონი ელისონის ჩართულობა დაჯგუფება Nine Trey-ს საქმიანობაში; გატაცება და შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 22 ივლისს; დაჭრა ბრუკლინში 2018 წლის 24 ოქტომბერს;
  • დენარდ ბატლერი, მეტსახელად დრამა - 2018 წლის 3 აპრილს მანჰეტენზე Nine Trey-ს სხვა წევრებთან ერთად მონაწილეობდა შეიარაღებულ ძარცვაში;
  • კინტი მაკკენზი მონაწილეობდა 2018 წლის 2 ივნისს ტაიმს სკვერზე მდებარე სასტუმროში W Hotel მომხდარ სროლაში;
  • ალჯერმია მაკი მონაწილეობდა დაჯგუფების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა შეთქმულებაში.

პროკურორების განცხადებით, რომ არა სიქსნაინის ჩვენებები, მათ შესაძლოა, ვერც კი მიეგნოთ კრიმინალური დაჯგუფების მთავარი წევრებისთვის და საქმეები ვერ გაეხსნათ. ამასთან, მათივე თქმით, უნდა გაითვალისწინონ გარემოება, რომ რეპერმა გამოძიებასთან თანამშრომლობით თავის და ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. რეპერის საქმეზე სასამართლო განაჩენს 18 დეკემბერს გამოაცხადებს.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული