Thumbnail

ჯასტინ ბიბერი: რასისტულ სიტყვებს გაუნათლებლობის გამო ვამბობდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე მიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას რასიზმის დაგმობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წარსულში ის შავკანიანებს ნი**რებად გაუნათლებლობის გამო მოიხსენიებდა.

► ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა რეპერ Offset-ისთვის ნახატი შექმნა

► მოუსმინეთ: Justin Bieber & Dan + Shay - 10,000 Hours

"ახალგაზრდობაში გაუნათლებლობის გამო რასისტულ სიტყვებს ვამბობდი და ჩემს გავლენას ვერც კი ვიაზრებდი. სამწუხაროდ, რასიზმი კვლავაც აქტუალურია. მინდა, შეგახსენოთ, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, თანასწორი ღმერთის წინაშე", - წერს არტისტი სოციალურ ქსელში. 

აღსანიშნავია, რომ 14 წლის ასაკში ჯასტინმა თავისი სიმღერის One Less Lonely Girl პაროდიული ვერსია გაავრცელა, რომელშიც "გოგონა" სიტყვა "ნი*ერით" შეცვალა. 

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო.150 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself,  Sorry და Baby მოუტანა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული