Thumbnail

ნახეთ: The BearFox-მა ახალი სიმღერის "ვინ შემიფარებს" ანიმაციური კლიპი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ქართულმა ჯგუფმა The BearFox ახალი სიმღერა "ვინ შემიფარებს" და მასზე შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში "გამოიდარებს • Ode To Brighter Days" იქნება წარმოდგენილი, რომელიც 16 დეკემბერს გამოიცემა. ტრეკს კოლექტივი მუსიკოს ნათია კენკებაშვილთან ერთად ასრულებს, კლიპის ავტორი კი გურიკა ჩოხელი გახლავთ.

► ნახეთ: The BearFox - ნუ გამწირავ

► მოუსმინეთ: ჯგუფმა The Bearfox ახალი სიმღერა "ოღონდ შენ იყავი" გაავრცელა

The BearFox თბილისში 2013 წელს ჩამოყალიბდა. 2016 წელს კი ჯგუფმა სადებიუტო EP სახელწოდებით Holding You გამოსცა. ბენდში ორი მუდმივი წევრია: მებო ნუცუბიძე და ირაკლი მანჩხაშვილი. Tbilisi Open Air-ის გარდა, კოლექტივმა 2014 წელს პოლონეთში ფესტივალ Inne Brzmienia-ზეც დაუკრა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული