Thumbnail

ამერიკულმა სატირულ-იუმორისტულმა პროექტმა Tenacious D ახალი სიმღერა Don't Blow It, Kage გაავრცელა. სინგლი ცნობილი მუსიკოსის, ჯეკ უაითის ლეიბლმა Third Man Records გამოსცა. ტრეკის პროდიუსერი თავად ჯეკ უაითი გახლავთ.

Tenacious D ლოს ანჯელესში მსახიობებმა, ჯეკ ბლექმა და კაილ გესმა ჩამოაყალიბეს. პროექტმა 2001 წელს სადებიუტო ალბომი Tenacious D გამოსცა. ამ ჩანაწერზე მუშაობისას დრამზე დეივ გროლი უკრავდა. 2003 წელს ბენდმა DVD ფორმატით კონცერტის ლაივ ჩანაწერი The Complete Master Works გაავრცელა, რომელმაც ოქროსა და პლატინის სტატუსი დაიმსახურა. ჯგუფმა ერთხელ გრემის პრესტიჟული ჯილდოც მოიგო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული