Thumbnail

Cardi B: ცდებით, ამჯერად Offset-ს ჩემთვის არ უღალატია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პატიმრობაში მყოფი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, Tekashi 6ix9ine-ის შეყვარებულმა, ჯეიდიმ ინსტაგრამზე ცნობილი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის, Cardi B-ის ქმრის, რეპერ Offset-ის ანგარიშიდან მიღებული შეტყობინება გაავრცელა.

Cardi B: ამ სამი ქალი მუსიკოსის დანახვისას, ყოველთვის ვშეშდები

► ნახეთ: Offset-მა Cardi B-ს დაბადების დღეზე ძვირფასი ბეჭედი აჩუქა

"მართლა მენატრები", - ეწერა გზავნილში, რომელიც გოგონამ მოგვიანებით წაშალა.

იმის დასამტკიცებლად, რომ შეტყობინება ნამდვილად Offset-ის ოფიციალური ინსტაგრამიდან იყო გამოგზავნილი, ჯეიდიმ ტელეფონის ეკრანს ვიდეო გადაუღო და თავის გვერდზე ატვირთა ტექსტით:

"შენი ცოლის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ აღძრულია, შენ კი მე მწერ. ასე არ სცემ მას პატივს?".

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ჯეიდიმ ქარდის სასამართლოში უჩივლა. გოგონას მტკიცებით, რეპერი, რომელიც ოფსეტზე ეჭვიანობდა, იმ სტრიპტიზ კლუბში მივიდა, სადაც ჯეიდი ბარმენად მუშაობდა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.

შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ქარდიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მის ქმარს ინსტაგრამი გაუტეხეს.

"ყველამ იცის, ჩემს ქმარს ბევრი სისულელე ჩაუდენია, მაგრამ ის ასე ბრიყვულად აღარ იქცევა. შეშლილი კი არ არის. ჩვენ შორის ყველაფერი რიგზეა. სასიამოვნოდ გავატარეთ დასვენების დღეები, ჩვენი ცხოვრება ძალიან კარგად მიდის და ის არ აპირებს ამ ყველაფრის გაფუჭებას", - ამბობს არტისტი ვიდეოში, რომელშიც შვილთან ერთად ოფსეტიც ჩნდება.

აღსანიშნავია, რომ ოფსეტის ტვიტერზეც გამოქვეყნდა პოსტები, რომლებსაც უნდა გაეღრმავებინა ეჭვი, რომ მისი ანგარიშები ნამდვილად გატეხეს. თუმცა, ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა შეამჩნია, რომ ეს ჯეიდისთვის შეტყობინების გაგზავნიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით მოხდა.

"ტვიტერზე პოსტები მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა, შეტყობინება კი 12 საათის წინ გაიგზავნა. მართლა გგონიათ, რომ ამაზე წამოვეგებით?", - აღნიშნავს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"ოფსეტი, რომელსაც ჰგონია, რომ პრობლემა მოაგვარა", - წერს მეორე. 

ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ შარშან საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ. 2018 წლის დეკემბერში ქარდიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ქმარს ღალატის გამო შორდებოდა. 2019 წლის თებერვალში წყვილი შერიგდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული