Thumbnail

ნახეთ: Flying Lotus კლიპს Black Balloons Reprise ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელმა ელექტრონულმა მუსიკოსმა, სტივენ ელისონმა, სასცენო სახელით Flying Lotus, კომპოზიციაზე Black Balloons Reprise გადაღებული შავ-თეთრი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ცნობილი ფლორიდელი რეპერი Denzel Curry მონაწილეობს. ტრეკი ლოტუსის 2019 წლის ალბომის Flamagra ერთ-ერთი სინგლია.

► მოუსმინეთ: Flying Lotus - Black Heaven 

► ნახეთ: Flying Lotus ვიდეორგოლს More ავრცელებს 

► მოუსმინეთ: Flying Lotus - More Feat. Anderson .Paak 

კლიპის მიწურულს, კალიფორნიელი მუსიკოსი 2018 წელს გარდაცვლილი რეპერის, მაკ მილერის პატივისცემის ნიშნად მისი გამოსახულების მქონე მაისურით გამოჩნდა.

Flying Lotus 2005 წლიდან მოღვაწეობს. 2012 წელს მან Captain Murphy-ის ფსევდონიმით რეჩიტატივის კითხვა დაიწყო. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: MmmHmm, Fall In Love და კენდრიკ ლამართან ერთად ჩაწერილი ტრეკი Never Catch Me. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული